February 9, 2026

ნოემბერი 20 2020

კომპანია „გილიადის” მიერ შექმნილი პრეპარატის, „რემდესივირის“ მიღება ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის, მიუხედავად იმისა, თუ როგორია მათი მდგომარეობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.


ნოემბერი 20 2020

შვეიცარიის გერმანულენოვანი გაზეთის „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგ“-ის («Neue Zürcher Zeitung») კორესპონდენტი ულრიხ შმიდი ამას წინათ პანკისის ხეობაში იმყოფებოდა. სწორედ პანკისიდან იყო ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი. გაზეთში გამოქვეყნებულია ჟურნალისტის მიერ მომზადებული სტატია სათაურით „პანკისის ხეობა თავისი ღირსების გადარჩენას ცდილობს“.


ნოემბერი 20 2020

„ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „სისულელე“ უწოდა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს“.


ნოემბერი 20 2020

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, 21–22 ნოემბერს გადაადგილებაზე 22:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს.


ნოემბერი 20 2020

საუბრის შინაარსის გატანა საერთაშორისო დიპლომატიური პროტოკოლით დაუშვებელი და შეუძლებელია, მაგრამ ზოგადი პრინციპები, რის თაობაზეც მიდის საზოგადოებაში ვნებათაღელვა, ეს ცნობილია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.


ნოემბერი 20 2020

წმინდა სინოდის წევრი და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) გარდაიცვალა.


ნოემბერი 20 2020

გასული 24 საათის განმავლობაში ქუთაისში, კლინიკა "ბომონდის" კოვიდცენტრში იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 13 ორსული შეიყვანეს.


ნოემბერი 20 2020

საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების ორგანიზება არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.


ნოემბერი 20 2020

სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა Instagram- ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.


ნოემბერი 20 2020

კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 443 შემთხვევა, აჭარაში – 676, იმერეთში – 541.


გვერდი 1010 სულ 1366
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.