March 25, 2026

იანვარი 06 2020

“უსაფუძვლოდ მიმაჩნია “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მიერ გავრცელებული განცხადება, რომ ვადების ამოწურვის მიუხედავად, მუშაობას არ შეწყვეტენ და ყველა საშუალებას მიმართავენ, რათა პროექტი არ გაჩერდეს. კონტრაქტით გათვალისწინებულ 590 მილიონ ამერიკულ დოლარს საიდან დადებენ ანგარიშზე? ამის შესაძლებლობა არ აქვთ უკვე ორი წელია, ახლა რა უნდა ქნან?! ჩემი აზრით, პრობლემა ის არის, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები კონსორციუმს რაღაც მიზეზების გამო, რომელზე საუბარიც არ მინდა, მიზანმიმართულად არ უჭერენ მხარს”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა ბედი ელის ანაკლიის პორტის პროექტს.


იანვარი 06 2020

“გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია ამერიკელების მორიგი შეტევის თაობაზე - თავს დაესხნენ ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ დაჯგუფებას, რასაც, სულ მცირე, ექვსი ირანელი მაღალჩინოსანი სამხედრო ემსხვერპლა. ეს ცხადყოფს, რომ სავარაუდოდ, საქმე გვაქვს აშშ-ის მიერ წინასწარ დაგეგმილ და გათვლილ მოქმედებებთან და არა სპონტანურ გადაწყვეტილებებთან. ყასემ სოლეიმანი, ფაქტობრივად, ირანის მეორე პირი და აიათოლას მიერ სიცოცხლეშივე წმინდანად იყო აღიარებული. ამერიკელების მტკიცებით, სწორედ ის იყო 31 დეკემბერს ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის ორგანიზატორი. სოლეიმანი იყო კრემლთან პირდაპირ კავშირზე მყოფი გენერალი, რომლის რჩევითაც შევიდა რუსეთი სირიაში”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “მთავარი კითხვაა _ რაში დასჭირდება ერთი მხრივ, აშშ-ს და მეორე მხრივ, რუსეთს საქართველოს ტერიტორია” / “ხელისუფლებამ ფართომასშტაბიან პოზიტიურ პროექტებზე უნდა გააკეთოს აქცენტი. ხელისუფლებისგან ბოღმის ნთხევას კი არ ითხოვენ, არამედ საქმის კეთებას” / “გასულ წელს რუსეთის მთავარი სამიზნე საქართველოში ჩვენი საზოგადოება იყო. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენი მოსახლეობა როგორმე სრულ სულიერ და მორალურ კაპიტულაციამდე მიეყვანა. ამას ფსიქოლოგიურ-დივერსიული ოპერაციებით ცდილობდა”.


იანვარი 05 2020

ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ, ირანის პარლამენტმა პირველი სესია გამართა.


იანვარი 05 2020

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა განსაზღვრა ირანის 52 ობიექტი, რომლებსაც „ძალიან სწრაფად და ძალიან ძლიერ დარტყმას“ მიაყენებენ, თუ თეირანი იერიშს მიიტანს ამერიკულ სამიზნეზე.


იანვარი 05 2020

თეთრმა სახლმა ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა კონგრესს იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით 3 იანვარს დრონით თავდასხმის შედეგად მოკლეს ირანის მაღალი რანგის სამხედრო მეთაური, ყასემ სოლეიმანი, რომელიც იმ დროს ერაყში ჩაფრინდა.


იანვარი 05 2020

კენიის სამხედრო ბაზაზე დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ თავდასხმის დროს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა, 4 ტერორისტი მოკლეს. 


იანვარი 04 2020

ავსტრალიამ სამი ათასზე მეტი სამხედრო რეზერვისტი ჩართო ტყეებში ხანძართან საბრძოლველად.


იანვარი 04 2020

ლიბიის არაღიარებულმა ლიდერმა, ხალიფა ჰაფთარმა მოსახლეობას იარაღის ხელში აღებისკენ მოუწოდა.


იანვარი 04 2020

მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი თა­ვის­ სო­ფელ­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია.


იანვარი 04 2020

ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უკვე შეჩ­ვე­უ­ლი არი­ან, რომ რო­მე­ლი­მე დღე­სას­წა­ულ­ზე ან უბ­რა­ლოდ, მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს, შე­საძ­ლოა, ოჯახ­თან ერ­თად არ იყ­ვნენ. რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, ეს დიდი ხნის წინ, ფორ­მის ჩაც­მის­თა­ნა­ვე გა­აც­ნო­ბი­ე­რეს...


გვერდი 912 სულ 986
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.