"სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება. სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის" - ილია მეორე
"მშვიდობა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში, ვერაფერი გამოგვივა. მშვიდობა უნდა შეიძინოთ, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობა ღვთისა", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება.
"დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი. ყოველ დღე ჩვენ ვხედავთ სასწაულებს. ყოველ დღეს ღმერთი გვიჩვენებს თუ რა უნდა გავაკეთოთ. მე შენდობის დღეს ვთქვი, რომ ძალიან იოლი გზაა სასუფეველში. უფალო მომანიჭე განცდა ცოდვათა ჩემთათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. ეს არის პირდაპირი გზა სასუფეველში. ჩვენი წინაპრები ამით ცხონდნენ, ამით შეიძინეს მადლი ღვთისა. დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი. დიდება ჰქონდეს უფალს, დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ჩვენ ვმადლობთ უფალს რომ გვაძლევს მადლსა. ჩვენ თაყვანსა ვცემთ უფალს, რომ გვიადვილებს სასუფეველის გზას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არც ისეთი იოლია გზა სასუფეველისა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალი მოგვცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი. ძალა ღვთისა და მშვიდობა ღვთისა, ეს აუცილებელია.
თქვენ გახსოვთ სახარებაში, აღდგომის შემდეგ რომ გამოეცხადება მაცხოვარი მოციქულებს. ერთხელ გამოეცხადა მათ ისე, რომ კარები ჩაკეტილი იყო. პირველი სიტყვები, რითაც მიმართა მოციქულებს - მშვიდობა თქვენთა. მშვიდობა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში ვერაფერი გამოგვივა. მშვიდობა უნდა შეიძინოთ, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობა ღვთისა. გწყალობდეთ ღმერთი. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება. სიყვარულის გარეშე არაფერი არ გამოდის იმიტომ, რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ",- ბრძანა პატრიარქმა.
სიახლეები
- “იმედი მაქვს, როცა აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის და არა „დიფ სთეითის” სამსახურში, როგორც ამას ყოფილი ელჩები აკეთებდნენ გასული წლების განმავლობაში” - ირაკლი კობახიძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 სექტემბრისთვის
- ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა
- “ფონ დერ ლაიენის მსგავსმა პოლიტიკოსებმა ორ მსოფლიო ომში ჩაგვითრიეს” - ორბანი
- “სატვირთო ავტომობილის მძღოლს ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასცეს” - სუს-ი