რაც ვერ გააკეთა ევროპამ, შეძლო თურქეთმა - რატომ არ დაფიქსირებულა კორონავირუსი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში
მსოფლიო კორონავირუსს უკვე მესამე თვეა ვერ ამარცხებს. ახალ ვირუსთან მედიცინა ჯერჯერობით უძლურია.
არსებული ინფორმაციით, დაავადების გავრცელების დინამიკამ ჩინეთში იკლო, რასაც ვერ ვიტყვით მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე.
ევროპაში ტურისტებისთვის საყვარელი ქალაქები დაცარიელდა.
ყველაზე ნათლად კორონავირუსის კვალი იტალიას დაეტყო.
იტალიაში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე რთული ვითარებაა. ქვეყნის ხელისუფლებამ ლომბარდიის რეგიონისა და კიდევ 14 პროვინციის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. სავალდებულო კარანტინში დაახლოებით 16 მილიონი ადამიანი იმყოფება. კარანტინშია ტურისტებისთვის ყველაზე საყვარელი და აქამდე ყოველთვის ხალხმრავალი ქალაქები – მილანი და ვენეცია.

ეს ფოტო მილანში კარანტინის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრეა გადაღებული

ეს ფოტო კი დიუმოს მოედანზე კარანტინის გამოცხადებიდან რამდენიმე საათშია გადაღებული
ჯერჯერობით კორონავირუსი არ დაფიქსირებულა ჩვენს მეზობელ თურქეთში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობა 80 მილიონს შეადგენს.
ექსპერტები საუბრობენ თუ რა გახდა ამის მიზეზი.
როგორც ამბობენ, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ საკმაოდ ოპერატიულად იმოქმედა. აეროპორტებში თერმული მონიტორები განათავსა და ირანთან და ერაყთან საზღვრებზე ააშენა ე.წ. საველე საავადმყოფოები. ამ ქვეყნებიდან შემოსული ადამიანები მაქსიმალურად კონტროლდებოდნენ.
ქვეყანამ უკვე ხუთ სახელმწიფოსთან ირანთან, ჩინეთთან, იტალიასთან, სამხრეთ კორეასთან და ერაყთან ჩაკეტა საზღვრები. თურქეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება ყველა ტურისტს, რომელმაც ბოლო 14 დღის განმავლობაში მოინახულა ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია.
თურქეთს მიმართა არაერთმა წამყვანმა სახელმწიფომ, მათ შორის იტალიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვდნენ ტესტ აპარატებს, რომელსაც თურქეთი კორონავირუსის დასადგენად იყენებს.
ეს ტესტები 90-იდან 120 წუთამდე დროში ადგენს აქვს თუ არა ადამიანს კორონავირუსი.
მსოფლიოს ქვეყნები არაერთ რეკომენდაციას ელიან თურქეთისგან.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
