სექტემბერი 09 2025

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გუშინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სახეზეა კრიმინალური მეთოდების და ფიზიკური ძალადობის გამოყენება.


სექტემბერი 09 2025

“თბილისის საარჩევნო შტაბზე “ნაცი” ტიტუშკების თავდასხმები არჩევნებში გარე ჩარევის აშკარა მაგალითია, რომლის მიზანიც ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაა”, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.


სექტემბერი 09 2025

დონეცკის ოლქში, რუსული ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა.


სექტემბერი 09 2025

"ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი 2025 წელს პრესის თავისუფლების მხარდამჭერ ჯილდოს, Free Media Awards-ს მიიღებს. ამ ჯილდოს მფლობელი უკვე არის მის მიერ დაფუძნებულ ორივე გამოცემა. 


სექტემბერი 09 2025

„ანიტაზე და მის პარტნიორ, რუსულ ბანზე რა უნდა გითხრა? ერთი მასხარა იყო, საკრებულოდან არის ასე ცნობილი. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვუხდით ფულს, რომ თავისი კოლეგები დაესმინა და ანიტად ყოფილა რეგისტრირებული. ბურჭულაძე კი, 2008 წლის შემდეგ პუტინს უმღეროდა,“ – ამის შესახებ, პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.


სექტემბერი 09 2025

„ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში! მანდატებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ბევრჯერ გავლილი თემაა, ვითარება არ შეცვლილა!”, – ამის შესახებ, პარტიის – „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


სექტემბერი 09 2025

“გახარიას პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და ამის შემდეგ მოლოდინი გვაქვს, რომ გახარიას მიმდევრები პარლამენტში შემობრძანდებიან. შემდეგ ბოიკოტს დაარქმევენ”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.


სექტემბერი 09 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფისა“ და „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე – 1983 წელს დაბადებული ო.ე., 1993 წელს დაბადებული რ.დ., 1989 წელს დაბადებული ს.ა. და 1998 წელს დაბადებული დ.თ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.


სექტემბერი 09 2025

ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის ნამდვილი სახე, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირება.


სექტემბერი 09 2025

ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ამას აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა იმიტომ, რომ არსებული 30 „აკაცუკი“ არავის აინტერესებს, არც მათი ჩხავილი, ხავილი,-ასე შეაფასა თბილისი მერმა, კახა კალაძემ გუშინ მელიქიშვილის გამზირზე მის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირება.


გვერდი 90 სულ 966
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.