„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ინდივიდების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ჰამასმა“ იარაღი უნდა დაყაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ განვაიარაღებთ მათ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ღირსეული პასუხი, როგორც მინიმუმ ასეთი არამეგობრული ნაბიჯისათვის, – ასე აფასებს გიორგი გამსახურდია, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების შესახებ.
ის, ვინც ახლა მოუწოდებს გაჩერებისკენ, აკეთებს ივანიშვილის საქმეს, ეჭვი მაქვს, რომ არა უანგაროდ, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოსყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გავრცელდა.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
“დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს და მისი მცნებების წინააღმდეგ ვმოქმედებთ, ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით, ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ, ჩვენი ქრისტიანობა მთავრდება იქ, სადაც მთავრდება მოყვასისადმი ჩვენი სიყვარული”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, ქადაგებისას ისაუბრა.
4 ოქტომბერს იქ ვინც იყო, ყველა იყო ძალადობის თანამონაწილე, ეს სტანდარტი ყველამ ძალიან კარგად უნდა გაიაზროს, იგივეა ქუჩის გადაკეტვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
“უცხოეთიდან წაქეზებული ჯგუფები ევროკავშირის დროშით აპირებდნენ ჩვენი ქვეყნის ატრიალებას,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
2025 წლის 14 ოქტომბერს, სტრასბურგის სასამართლომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზეკომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
