სექტემბერი 09 2025

ნეპალის კოალიციურმა მთავრობამ, რომელსაც კომუნისტი პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, სოციალური ქსელების აკრძალვა გადაიფიქრა. ამ შედეგს ნეპალელებმა, ძირითადად, ახალგაზრდებმა მიაღწიეს საპროტესტო გამოსვლებით. 8 სექტემბერს, მასობრივი არეულობების შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა.


სექტემბერი 09 2025

უკრაინამ და ევროკომისიამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ბოლო, მეხუთე კლასტერის სკრინინგი დაიწყეს, რომელიც სოფლის მეურნეობას ეხება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერ მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.


სექტემბერი 09 2025

მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.


სექტემბერი 09 2025

ხალხის ძალას ყველა ნახავს 4 ოქტომბერს. თქვენ მკითხეთ, როგორ წარმოგიდგენიათ ეგ დღეო – მარტივად წარმომიდგენია, საქართველოს მოქალაქეები, განურჩევლად პოლიტიკური პოზიციებისა, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, იბრძოლებენ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.


სექტემბერი 09 2025

„ერთი რაც ძალიან ნათლად გამოჩნდა, ინფორმატორი ანიტა – ლევან ხაბეიშვილი რეალობა ყოფილა,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, სოფო ჯაფარიძის, ლევან ხაბეიშვილისა და პაატა ბურჭულაძის განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.



სექტემბერი 08 2025

ქუთაისის მერის მოადგილემ იუზა უგულავამ თანამდებობა დატოვა.


სექტემბერი 08 2025
სამოქალაქო აქტივისტისა და პედაგოგის, ნინო დათაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. დათაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომაზე ვერ გამოცხადდა.

სექტემბერი 08 2025

იერუსალიმში, რამოტის გზაჯვარედინზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა. დაშავებულთაგან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.


სექტემბერი 08 2025

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უახლოეს დღეებში გეგმავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარს, ვაშინგტონში კი ევროპელი ლიდერების ვიზიტია დაგეგმილი. ეს 7 სექტემბერს ჟურნალისტებს ენდრიუსის ბაზაზე უთხრა თავად ტრამპმა, რომელიც უქმე დღეების შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნდა.


გვერდი 91 სულ 966
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.