“ამ ხელისუფლებას ერთი ამოცანა აქვს - ნებისმიერი მეთოდით ძალაუფლების შენარჩუნება. გაუგებარია, უგულავას დაჭერისთვის რა მოტივი ჰქონდათ, თან მაშინ, როდესაც სახელისუფლებო დელეგაცია, მგონი, არც იყო დაბრუნებული აშშ-დან. როგორც ჩანს, ივანიშვილი დროის მოგებას შეეცადა, ხვდება, რომ პრობლემები აქვს, მაგრამ ცდილობს როგორმე გადააგოროს, მათ შორის დასავლეთის შემოტევაც - ემისრებს გზავნის ვაშინგტონსა თუ ევროპაში, რომელთაც, სავარაუდოდ, ეუბნება, ყველას ყველაფერს დაჰპირდით, მე კი აქ ყველას “გადავაგდებ”, როცა დამჭირდებაო. სამი რეიტინგული ოპოზიციური პარტიის ლიდერებიდან ზოგი დაჭერილია, ზოგიც გამზადებულია დასაჭერად, ზოგი სამაჯურით დადის და ლამის მთელ ოპოზიციას, ვისაც პულსი ესინჯება, პასპორტები ჩამორთმეული აქვს. ეს ყველაფერი ლოგიკაში არ ჯდება”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნების“ შეცდომა ის არის, რომ პოლიტიკური ბუღალტერია არ არის ბიზნესბუღალტერია” / “ამომრჩევლის მოთხოვნას ვერც ოპოზიციური სპექტრი აკმაყოფილებს - მათგან ზოგი კომპრომეტირებულია, ზოგი მუდმივი მარცხით აღბეჭდილი, არაკვალიფიციური”.
18 თებერვლიდან საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს.
ნათია გრიგოლია ბათუმში ცხოვრობს და მოღვაწეობს, პროფესიით პედაგოგია...
ევროპაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ევროპაში, რუსეთის საზღვართან, გრანდიოზული მასშტაბის სამხედრო სწავლებას იწყებს"
მიუნხენში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც ეხება ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმებების შესრულების მხარდაჭერის გაზრდას საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.
რამდენიმე დღის წინ "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და ოთარ კახიძემ განაცხადეს, რომ ოპოზიციური პარტიები არჩევნებში ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატებით უნდა წარდგნენ.
გახსოვთ ეს საღეჭი რეზინა და ის ქაღალდები, რომლებითაც ვიღაც ძალიან კარგი ადამიანი სიყვარულის ამბავს გვიყვებოდა? იცით, რომ ეს რეალური სიყვარულის ისტორია იყო, რომელიც, სამწუხაროდ, ტრაგიკულად დასრულდა? - თუმცა, მხოლოდ რეალობაში...
"ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრა საბოლოო სარეკომენდაციო დოკუმენტის შემუშავების გარეშე დასრულდა. ევროპარლამენტის მიერ „ქართული ოცნების" მომზადებული განცხადების პროექტის ჩაგდებას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უპრეცენდენტო შემთხვევა უწოდეს და აღნიშნეს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების სრული კრახია. უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით კი, ეს არა ერთი კონკრეტული პარტიის, არამედ ქვეყნის წარუმატებლობას ნიშნავს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, 2013 წლის დეჟავუ: უკიდურესი დაპირისპირების ფონზე ევროპარლამენტთან თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა უშედეგოდ დასრულდა
