"ვერ მივცემთ მოქალაქეებს ქორწილების გამართვის შესაძლებლობას" - ანრი ოხანაშვილი
15 ივლისამდე ჩვენ ვერ მივცემთ ჩვენს მოქალაქეებს ისეთი თავშეყრის გამართვის შესაძლებლობას, როგორიც არის ქორწილები და ხალხმრავალი ღონისძიებები, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
„დღეს, ღამის 00:00 საათზე სრულდება საგანგებო მდგომარეობა. შესაბამისად, ხვალიდან ჩვენ გადავდივართ განსხვავებულ რეჟიმზე, ვიდრე ეს იყო საგანგებო მდგომარეობის პირობებში. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, ის რეკომენდაციები იყოს დაცული, რომელიც აუცილებელია პანდემიის პირობებში.
რაც შეეხება შეზღუდვებს, რომელიც ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შედეგად, ხვალიდან იქცევა კანონად, შეეხება მიმოსვლის თავისუფლებას, შესაძლებელია, შეეხოს საკუთრების უფლებას, აქ მნიშვნელივანია, რომ შეზღუდვები არის დროებითი, 15 ივლისამდე მოქმედი, რათა ჩვენ უზრუნველვყოთ საზღვარგარეთიდან ჩამოსული პირის გადაყვანა საკარანტინო სივრცეში, ვინაიდან ასეთი პირები შესაძლებელია იყვნენ რისკ- ჯგუფში და ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ ისინი უკონტროლოდ დავტოვოთ და შევქმნათ დაავადების გავრცელების რისკი. ასევე, ჩვენ ვერ მივცემთ ჩვენს მოქალაქეებს ჯერ კიდევ, 15 ივლისამდე ისეთი თავშეყრის ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობას, როგორიც არის ქორწილები და ხალხმრავალი ღონისძიებები, იმისთვის, რომ დავიცავთ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
