ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების წინ, რომელიც 14 სექტემბერს გაიმართება, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის 16 კანდიდატი გარდაიცვალა,- ამის შესახებ გერმანული ინფორმაციას, გამოცემა Bild-ი ადგილობრივი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელზე, მონიკა ვისმანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროკავშირს საქართველოსთვის სანქციის დადება არ შეუძლია, კონსენსუსია ამისთვის საჭირო, ამიტომ მოიფიქრეს გენიალური იდეა, რომ მთელი ქართველი ხალხი უნდა დაისაჯოს იმიტომ, რომ არ გამოდის ქუჩაში და არ უჯერებს იმ მოწოდებებს, რომელიც თუნდაც ზელენსკის ჰქონდა, ან იმ საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებიც რუსთაველზე მიტინგზე გამოდიოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებს თეთრ სახლში, ვახშამზე უმასპინძლა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარტია – „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1978 წელს დაბადებული ნ.გ., 1989 წელს დაბადებული ო. ქ. და 1998 წელს დაბადებული ო.თ. დააკავეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
„ვივამედის“ გენერალური დირექტორი და „იმედის“ ტელეწამყვანი, ნინო ნადირაძე, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მიერ საკრებულოში პროპორციული სიით წარდგენილი ბექა ოდიშარიას მისამართით გამოხატულ აგრესიას ეხმიანება, რომელსაც აქციის მონაწილეთაგან ერთ-ერთმა შემდეგი სიტყვები დაუძახა: „მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს”.
CRRC-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს „ქოცური“ პარანოიული გაორების პარალელურად ნამდვილი ქართველი ხალხის ჯანსაღ ეროვნულ და პროევროპულ აზრს. ევროინტეგრაციის მხარდაჭერა რუსული რეჟიმის პროპაგანდის მიუხედავად კვლავაც ძალიან მაღალია,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
