“იქ ვინც იყო, ყველა იყო ძალადობის თანამონაწილე, გინდა დროშას აფრიალებდე, გინდა – ისე იდგე, როდესაც ძალადობას ამაგრებ ფიზიკურად, შენ ხარ ძალადობის თანამონაწილე” - პრემიერი 4 ოქტომბრის მოვლენებზე
4 ოქტომბერს იქ ვინც იყო, ყველა იყო ძალადობის თანამონაწილე, ეს სტანდარტი ყველამ ძალიან კარგად უნდა გაიაზროს, იგივეა ქუჩის გადაკეტვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, სამართლებრივად აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ერთი მუხლი ვრცელდება ყველა დამნაშავეზე 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
“როდესაც აქციის მონაწილეები კეტავენ ქუჩას, მნიშვნელობა არ აქვს 50 კეტავს და 50 ტროტუარზეა, თუ პირიქით, ყველა არის უკანონობის თანამონაწილე. იგივე ეხება ძალადობასაც, გინდა დროშას აფრიალებდე, გინდა – ისე იდგე, როდესაც ძალადობას ამაგრებ ფიზიკურად, შენ ხარ ძალადობის თანამონაწილე, აქედან გამომდინარე, სამართლებრივად აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ერთი მუხლი ვრცელდება ყველა დამნაშავეზე”.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
