ყველა ის გუნდი, სადაც ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუთანხმებლად, არის განწირული მარცხისთვის – ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს თავმჯდომარემ გააკეთა.
ნიკა მელია ფიქრობს, რომ მთავარია გეგმა, რომელიც პარტიამ უნდა შეიმუშავოს. ყველა გადაწყვეტილება ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე უნდა დაამტკიცოს გუნდმა და არა ერთმა პიროვნებამ.
საპროტესტო ტალღით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსი ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში შეხვედრის დაწყებისას პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს განუცხადა.
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსთან ბექა ყურაშვილთან და ნიკეას მაჟორიტარ დეპუტატ კახა ბოჭორიშვილთან ერთად, ნიკეას ქუჩის პირველ შესახვევში მიმდინარე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ბოლო დღეებში ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე და ამ კონტექსტში ზვიად გამსახურდიას სახელის გამოყენებაზე, ასევე სანდრა რულოვსის წინააღმდეგ დაგეგმილ კამპანიაზე, პირველი პრეზიდენტის შვილი წერს. ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქ" სტატუსს ავრცელებს, სადაც საუბარია გია მხეიძეზეც, რომელიც როგორ დღეს გახდა ცნობილი "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო შტაბში დაასაქმა:
ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ქალაქის მერიის დაფინანსებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმებაზე მუშაობენ.
"აფხაზეთის ტეტორიაზე ექსკურსიების ჩატარების უფლება მხოლოდ ეროვნებით აფხაზებს ექნებათ, რათა ქვეყანაში შემოსულმა ტურისტებმა ისტორია და კულტურა უფრო კარგად გაიცნონ", - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმისა და კურორტების მინისტრის მოადგილე ასლან ბარციცმა განაცხადა.
ზუსტი სტატისტიკური მონაცემების დადგენა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძლადობის ფაქტებზე საკითხის სპეციფიურობიდან გამომდინარე საკმაოდ რთულია.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ქართული ოცნებისა“ და მათ მიერ დაქირავებული ლობისტების სკანდალური და გასაიდუმლოებული მიმოწერა - დოკუმენტი „რუსთავი2“-ს მიაწოდეს.
მასშტაბური მიმოწერა 600 დოკუმენტისგან შედგება და“რუსთავი2“ ეტაპობრივად შიფრავს. ერთ-ერთი ეპიზოდი ოპოზციის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბის შავი პიარკამპანიის დაგეგმვას უკავშირდება. ირკვევა, რომ მმართველი გუნდი და მისი ლობისტები 2016 წელს შავ კამპანიას გიგი წერეთლის წინააღმდეგ გეგმავდნენ, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად იყრიდა კენჭს.
„ქართული ოცნება“ და მისი ლობისტები შეშფოთებულები იყვნენ იმის გამო, რომ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი შესაძლოა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამხდარიყო.
ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა სამსახიობო კარიერას დაუბრუნდა და პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" გამოჩნდა. შოუში მან ჟურნალის მფლობელის, დადუკა დადვანის როლი შეასრულა.
სიუჟეტის მიხედვით, ბაქარი დადუკა დადვანს ლეკას ფოტოს დაბეჭდვას სთხოვს ჟურნალის გარეკანზე, სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხას სთავაზობს.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ სერიაში გამოჩნდება მაკა ჩიჩუა.
შეგახსენებთ, ყოფილი პირველი ლედი გადაღებულია ფილმებში: "გაიღიმეთ," "დღე," "ტრასა", "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" და "აღდგომის ბატკანი".
"ჩცდ"-ს "ფეისბუქ-გვერდზე მაკა ჩიჩუას სერიალში გამოჩენას აქტიური დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ფანებისთვის დებმა დადვანებმა ჩიკა და მისი სადაქალო დაჩრდილეს.
"მგონი ყველა შეთანხმდება, რომ დები დადვანები უფრო აზრზე მოსული გოგოები ჩანან, ვიდრე გაფილოსოფოსებული, თავცარიელი ჩიკა და მისი უარესად ჩერჩეტა დაქალობა", - წერენ მაყურებლები.
ambebi.ge