თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების ერთ-ერთი დამცველის, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, პირბადეზე აღმოჩენილი სისხლის კვალი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის, თუმცა დანარჩენ ნივთებზე აღმოჩენილი სისხლის წვეთების გენეტიკური პროფილი ექსპერტიზამ ვერ დაადგინა.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმის მასალების 28 ტომს სრულად გაეცნენ.
პარტია "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილსა და აბაშაში, თამარ ბელქანია, თავდამსხმელს, რომელიც 21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, მოუწოდებს, პოლიციას ჩაბარდეს და წაღებული ფულით სამეგრელოში წისქვილები გახსნას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ მომდევნო რამდენიმე თვე ძალიან რთული იქნება.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რა შემთხვევაში არ ექვემდებარება კოვოდინფიცირებული ბინაზე მკურნალობას და როდის უნდა გადავიდეს ის სტაციონარში.
ტელეკომპანია "იმედის" დილის გადაცემის წამყვანი, ზურაბ ბალანჩივაძე, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა და ბოქსირებულ განყოფილებაში ინფიცირებულ ძმასთან ერთად თითქმის 3 კვირა გაატარა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 42 032 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ექსპერტი, საქართველოსა და თავისუფალი უნივერსიტეტების ლექტორი დავით კიზირია სოციალურ ქსელში ყაჩაღობის ფაქტის შესახებ წერს.
აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი სპეციალისტი მამუკა მაჩაიძე ახალი კორონავირუსის სახლში მკურნალობასთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მომხმარებლებს რჩევებს აძლევს.
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს.
