ოქტომბერი 31 2020

ოთხი ეგზიტპოლის შედეგებით, ყოფილი საბჭოთა ქვეყნის - საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.


ოქტომბერი 31 2020

„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ ამ დროისათვის დაწერილი სულ 15 საჩივარი. 


ოქტომბერი 31 2020

ეს იყო „ნაცების“ უკანასკნელი გაფართხალება, სრული აგონია აქვთ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ეგზიტპოლის წინასწარ შედეგებს გამოეხმაურა.


ოქტომბერი 31 2020

თუ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“, ცალკეულ ადამიანებს სურს შემოუერთდეს ამ ახალ ერთობას, რომელიც იქნება საერთო ქართულ, ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული, ვისაც უყვარს საქართველო და უნდა საქართველოს დაეხმაროს, ჩვენ მათთვის კარი უნდა გავაღოთ, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.


ოქტომბერი 31 2020

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გამოგდებას უპირებენ და მას საკუთარ სამსახურზე ზრუნვას ურჩევს.


ოქტომბერი 31 2020

„დღეს, ჩვენმა მოქალაქეებმა თავისი ხმა და არჩევნებში მონაწილეობა გამოიყენეს იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი და „ქართული ოცნება“ მომავალზე იღებს პასუხისმგებლობას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.


ოქტომბერი 31 2020

საქართველოს ექს-პრეზიდენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისთვის მთავრობაში თანამდებობა არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია ოპოზიციამ მთავრობის დასაკომპლექტებლად კონსენსუსური ფიგურები იპოვნოს.


ოქტომბერი 31 2020

"გირჩი" ეგზიტპოლებს ეხმაურება და საკუთარი შედეგის წინასწარ მონაცემებს პოზიტიურად აფასებს. 


ოქტომბერი 31 2020

"საქართველო ნამდვილად იქნება სხვანაირი. ამ არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველო არის მრავალფეროვანი, მრავალპარტიული და ვინც ერთპარტიულობისკენ ილტვოდა, ეს არ გამოუვა", - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. 


ოქტომბერი 31 2020

თუ ათასგვარ საზიზღრობას აპირებთ, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, თანამდებობა არ მინდა, მაგრამ ვინც ჩემს ხალხზე ხელს აღმართავს, ვართ მზად, ბოლომდე დავუპირისპირდეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.


გვერდი 709 სულ 966
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.