"დადიანების სასახლეების საგანძური" - Google-ის პლატფორმაზე გამოიფინა
"დადიანების სასახლეების საგანძური“, ამ სახელწოდებით გამოიფინა კოლექციის ამსახველი ვიზუალური მასალა, გუგლის სპეციალურ სახელოვნებო პლატფპრმაზე Google Arts & Culture.
გუგლის აღნიშნული პლატფორმა მსოფლიო მასშტაბით 2000-მდე წამყვან მუზეუმს აერთიანებს, რომლის საშუალდებითაც ადამიანებს ვირტუალურად შეუძლიათ მსოფლიოს საგანძურის დათვალიერება.
"დადიანების სასახლის საგანძურის" პლატფორმაზე გამოჩენას, ვრცელი პოსტი მიუძღვნა ზუგდიდის დადიანების სასახლეების მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდიამ.
"დაახლოებით 4 თვის წინ ზუგდიდის დადიანების სასახლეების მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარედ დავინიშნე, ხელოვნების სასახლის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ამ უნიკალური ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის თვისობრივად ახალ მუზეუმად გარდაქმნა და მისი საგანძურის პოპულარიზაცია დავისახეთ მიზნად! ძალიან ცუდი პერიოდი დაგვემთხვა, თუმცა არ გავჩერებულვართ და შეიძლება ითქვას შეუძლებელი შევძელით! მსოფლიოს უდიდესმა, გუგლის კულტურულმა ინსტიტიტუტმა თავის პლატფორმა დადიანების სასახლეებს დაუთმო! ზუგდიდი ხელოვნების სასახლის შემდეგ მეორე ქართული მუზეუმია რომლის კოლექციაც მრავალმილიონიანი მსოფლიო აუდიტორიის წინაშე გამოიფინა. „დადიანების სასახლეების საგანძური“ ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც წუხელ ღამის პირველ საათზე ჩაიტვირთა. ნიუ იორკში ამ პროცესს ჩვენი წარმომადგენელი მერი ხარაიშვილი უწევდა კოორდინაციას, რისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა, გამოფენა ლილი ბერაიას ნაშრომისა და ტექსტის საფუძველზე ხელოვნების სასახლის თანამშრომელმა მარიამ კიკვაძემ მოამზადა, მოამზადა თანაც ზედმიწევნით. ამ გამოფენას ორმაგი მნიშვნელობა აქვს: პირველი მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააცნოს ჩვენი ქვეყნის უმდიდრესი წარსული და ამასთანავე კულტურის, პირუთვნელი ფაქტების ენით მსოფლიოს დაანახოს ჩვენი ტერიტორიული ერთიანობის ისტორიული საფუძვლები. სწორედ ამიტომაც დამთვალიერებელი აქ იხილავს აფხაზეთიდან: ილორის, მოქვის უძვირფასესს ოქროს ხატებს დამშვენებულს ქართული წარწერებით და ქართველ ისტორიულ მოღვაწეთა სახელებით. მხოლოდ აქ, მხოლოდ გუგლის ტექნოლოგიების წყალობით უმცირეს დეტალებამდე შეგიძლიათ დაათვალიეროთ სამეგრელოს განძი, რომელიც ასე ბრწყინვალედ, ასე პომპეზურად მთელი მსოფლიოს გასაოცებლად და გასაოგნებლად პირველად გამოიფინა! ვულოცავ საკუთარ თავს, ხელოვნების და ზუგდიდის სასახლეების თანამშრომლებს!" - წერს გიორგი კალანდია Facebook-ზე.
სიახლეები
- ბანერები წარწერით „იამაყე შენი ქვეყნით!“, „იამაყე ქართველობით!“ მოქალაქეებმა თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს
- "საერთოდ არ მაინტერესებს მათი განცხადებები, არც მათი პლატფორმები ვისთან შეიკრიბებიან, როგორ და რანაირად" - კახა კალაძე ოპოზიციაზე
- ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს
- ირაკლი კობახიძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა
- "ეკონომიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, ველით სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში მაისის ბოლოს" – ნათია თურნავა