,,ჩახედეთ არქივში და ნახეთ ნინო ლომჯარიას მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი, როდესაც ერთი კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვდა” – შალვა პაპუაშვილი
„პარტიის საქმიანობის აკრძალვის კონსტიტუციურობას თუ ანტიკონტიტუციურობას რაც შეეხება, ეს ყოველთვის იყო ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, ეს ნებისმიერ ქვეყანაში ასეა.
,,მეორეც, არქივი კარგი რამ არის, ჩახედეთ არქივში და ნახეთ ნინო ლომჯარიას მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი, როდესაც ერთი კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვდა. ვინაიდან თავად მოსარჩელე ვერ იქნებოდა, პარლამენტში ოპოზიციურ წევრებსაც კი გაუგზავნა სარჩელი, რომ მათ შეეტანათ. ასე რომ, თავად „ენჯეოებს“ ჰქონდათ გამზადებული სარჩელი და მაშინდელ პარტიებთან მუშაობას ცდილობდნენ, რათა მათ შეეტანათ სარჩელი. ამიტომ, ფარისევლობა, ტყუილი, ქართველი ხალხის კიდევ ერთხელ დაბრიყვების მცდელობაა, როდესაც უცხოეთიდან დაქირავებული ჯგუფები ცდილობენ, აბსურდული სამართლებრივი განმარტება გააკეთონ. ჩვენ ამას ვაკვირდებით, რადგან ამის უკან კონკრეტული დონორების და ელჩების პოზიციას ვხედავთ ხოლმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
