პარლამენტის წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საკანონმდებლო ორგანოში ბანერითა და კალკულატორით მივიდა.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი რომან გოცირიძე ხელისუფლებას პანდემიის პერიოდში ფინანსების არასწორად განკარგვაში ადანაშაულებს.
მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ, დაღმავალ ფერდზე ვართ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აჭარაში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
StopCov ფონდში მობილიზებული თანხა ბავშვებისთვის 200 ლარიან დახმარებებზე მიიმართა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას დეპუტატები უსმენენ.
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატს ბენეფიციარები ყოველდღიურად უკავშირდებიან და მძიმე ისტორიებს უყვებიან.
ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში D ვიტამინით გამოწვეულ ტოქსიურობასა და ჰიპერკალცემიას ვრცელ პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის მუტირებული შტამების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და ოთხ ყველაზე საშიშ შტამს გამოყოფს:
რეგიონულ პრიორიტეტებსა და პარტნიორობაზე დაფუძნებით საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, სოციალურ ქსელში წერს.
ლიდერმა უბრალოდ აიღო, ჩვენ დაგვყარა და მიგვატოვა - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას განაცხადა.
ქართველი მხატვრის, თეატრისა და კინოს რეჟისორისა და მწერლის რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი 8 და 9 ივნისს, 16:00 საათიდან 20:00 საათამდე, თბილისის მარიონეტების სახელმწიფო თეატრის (რეზო გაბრიაძის თეატრი) შენობაში გაიმართება.
