მეცნიერებმა COVID-19-ის რამდენიმე შტამის წინააღმდეგ ეფექტური ანტისხეული იპოვეს
ამერიკელმა მკვლევარებმა გამოავლინეს ანტისხეული SARS2-38, რომელიც ვირუს SARS-COV-2-ის სხვადასხვა შტამებისთვის პრაქტიკულად უცვლელი რჩება.
სავარაუდოდ, ეს ანტისხეული, კორონავირუსის შტამების ფართო სპექტრის წინააღმდეგ ეფექტური იქნება. ინფორმაციას ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა ავრცელებს.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ აღმოჩენილი ანტისხეული, მცირე კონცენტრაციის შემთხვევაშიც კი, COVID-19-ის სხვადასხვა მუტაციის წინააღმდეგ მაღალი ეფექტურობით მუშაობს.
კვლევისთვის მეცნიერებმა თაგვები გამოიყენეს. SARS2-38-მა კორონავირუსის "ალფა", "ბეტა", "გამა" და "დელტა" შთამების განეიტრალება შეძლო. ეფექტურობა აჩვენა მან "კაპა" და "იოტა" ვარიანტების შემთხვევაშიც, რომლებსაც ახლა მკვლევარები აკვირდებიან.
მეცნიერების თქმით, ეს აღმოჩენა ანტისხეულების საფუძველზე კორონავირუსის მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებისთვის ახალი ნაბიჯი გახდება.
"ეს კარგი იქნება კომბინირებული თერაპიისთვის. ჩვენ შეგვიძლია, დავიწყოთ ამ ანტისხეულის სხვასთან გაერთიანებაზე ფიქრი, რათა შევქმნათ კომბინირებული თერაპია, რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევა ვირუსს გაუჭირდება", - განაცხადა პროფესორმა მაიკლ დაიმონდმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
