მართვის მოწმობის ასაღები გამოცდა დღეიდან ორეტაპიანი გახდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შსს-ს მომსახურების სააგენტო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს - „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 26 აპრილიდან, "B" და "BE" კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა.
უწყების ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში შეძლებენ. თუმცა ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურში, ქალაქში გზებზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კანდიდატები მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარებას შესაბამისი სამუშაოების დასრულებამდე ვერ შეძლებენ.
მათივე ცნობით, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება. თითოეული საგამოცდო სამსახურისთვის რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი არის შემუშავებული.
„ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი დახურულ მოედანზე ჩატარდება, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.
მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში გავიდეს. ამასთანავე, დაინტერესებული პირი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა დაიშვება. ასევე, მძღოლობის კანდიდატს საშუალება ექნება, დაჩქარებული მომსახურებით ისარგებლოს, რომლის ღირებულება 160 ლარით განისაზღვრება და პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპზე 15 დღეზე ადრე გავიდეს.
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა რიგი დაჯავშნოს. რიგის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში, ასევე, სააგენტოს ვებგვერდის, მობილური აპლიკაციის, ან სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე რიგის ჯავშნით გათვალისწინებულ დრომდე, 15 წუთით ადრე გამოცხადდეს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი