ივნისი 11 2022

დონბასში ძალიან სასტიკი ბრძოლა გრძელდება. ამ სახელებს ყოველდღე ვიმეორებ: სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, ბახმუტი, სლოვიანსკი, ბევრი, ბევრი სხვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.


ივნისი 10 2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აფხაზებს ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა უნდა შევთავაზოთ. ამის შესახებ სააკაშვილის გზავნილი მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა, სადაც ის აფხაზებთან გაერთიანებაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოსთან ერთად აფხაზეთს შეუძლია გახდეს ფედერაციის სრულფასოვანი სუბიექტი და ევროკავშირის ნაწილი განვითარებისა და იდენტობის დაცვის სრული გარანტიებით.


ივნისი 10 2022

არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი, არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელიდან ჩართვაში განაცხადა.


ივნისი 10 2022

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ კვლევით, სოფლის მეურნეობის გამოშვება 2010 წლიდან თითქმის გაორმაგდა და 6 მლრდ ლარს მიაღწია 2021 წელს. თუმცა, ეს განპირობებული იყო ფასების ზრდით და რეალური გამოშვება (დაკორექტირებული ფასების ცვლილებით) მხოლოდ 20%-ით არის გაზრდილი იგივე პერიოდში.


ივნისი 10 2022

ალუბლის კლაფუტის ეს რეცეპტი ერთ-ერთი უმარტივესი ფრანგული დესერტია. სცადეთ და ისიამოვნეთ.


ივნისი 10 2022

უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე, ვადიმ სკიბიცკი აცხადებს, რომ უკრაინა ფრონტის ხაზებზე რუსეთთან აგებს და ახლა თითქმის მხოლოდ დასავლეთის იარაღზეა დამოკიდებული, რომ რუსეთი შეაკავოს.


ივნისი 10 2022

აშშ-ის კონგრესში ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ განცხადებები ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის საქმის საჯარო მოსმენის დროს ისმოდა, რომელიც კონგრესში პირველად გაიმართა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.


ივნისი 10 2022

ევროპარლამენტის რეზოლუციას ბევრი კომენტარი არ სჭირდება - ეს არის უმძიმესი რეზოლუცია საქართველოსთვის! - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.


ივნისი 09 2022

ვიტამინებით მდიდარი და დიეტური მწვანე სუპის რეცეპტი.


ივნისი 09 2022

ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების გავლის ხარვეზების გამოვლენას, გამკაცრებას და დარეგულირებას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ უნდა განხორციელდეს. პროექტთან დაკავშირებით დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმსჯელეს.

 

ცვლილების მიხედვით, ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერთხელ დაჯარიმებული ფიზიკური პირი ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში თუ არ გაივლის ტექდათვალიერებას, დაეკისრება ჯარიმა – 150 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს – 300 ლარის ოდენობით.

 

იმავე დარღვევის განმეორების შემთხვევაში, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი 30 დღის განმავლობაში ისევ არ გაივლის ტექდათვალიერებას, ჯარიმის ოდენობა იზრდება – ფიზიკური პირი 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 500 ლარით დაჯარიმდება.

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, კომიტეტი სამუშაო ჯგუფთან და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს ჰაერის დაბინძურებასა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვის რეგულირებასთან დაკავშირებული პრევენციული მექანიზმების შემუშავებაზე.

 

„მუშაობა ორ ნაწილად მიმდინარეობს – ერთი მიმართულებაა ტექნიკური ინსპექტირების საკითხების ხარვეზების გამოვლენისა და დარეგულირება. მეორე მიმართულებაა ვიზუალური გამონაბოლქვი. შევთანხმდით, რომ ეს ორი საკითხი ცალ-ცალკე განიხილება, გამომდინარე იქიდან, რომ ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლი დამატებით ინსტიტუციურ და მარეგულირებელ ტექნიკური აღჭურვის საკითხებთან არის დაკავშირებული. წინასწარი კონსულტაციების შედეგად, მთავრობამ აქტიურად დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, რათა განისაზღვროს, როგორ, ვინ და როდის იწყებს ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლს.

 

რაც შეეხება ტექნიკური ინსპექტირების საკითხების ხარვეზების გამოვლენას, გამკაცრებას და დარეგულირებას, შესაბამისი კანონის პროექტი შემუშავდა კომიტეტის ფარგლებში იმ კონსულტაციების შედეგად, რომელზეც წინა შეხვედრებზე ვიმსჯელეთ “, – განცხადა მაია ბითაძემ.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ კანონპროექტის ინიცირება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდება.

 

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.

 

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


გვერდი 550 სულ 967
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.