ივნისი 13 2022

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ საქართველოს მასშტაბით 100-საათიანი ტური „ერთად ევროპისკენ“ დაიწყო. ტურნემ სტარტი თბილისში, „ვარდების რევოლუციის“ მოედნიდან აიღო და ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის ყველა რეგიონს მოივლის.


ივნისი 13 2022

სევეროდონეცკში ოკუპანტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქის ცენტრიდან განდევნეს, მძიმე ბრძოლა გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.


ივნისი 11 2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორები უნივერსიტეტში 10 ივნისს „განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შესახებ“ განცხადებას ავრცელებენ.


ივნისი 11 2022

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპული კომისია დასკვნას იმის შესახებ, მიენიჭოს თუ არა უკრაინას კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გასაწევრიანებლად მომავალი კვირის ბოლომდე წარადგენს.


ივნისი 11 2022

როგორც პრემიერმა თქვა, შეიძლება, დადგეს იმის დროც, რომ ყველაფერი ითქვას ხმამაღლა, ყველაფრის თქმაში ვგულისხმობთ, რომ სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოს მთავრობისთვის რამდენიმე თვეა, აღარ არის ძალიან ადვილი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.


ივნისი 11 2022

17 ივნისამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით წვიმა-ელჭექით.


ივნისი 11 2022

„სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება არის არგუმენტი ევროპელების ხელში, რომ საქართველოს ეს სტატუსი არ მისცენ.


ივნისი 11 2022

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ყველა მიმართვაზე, ოფიციალური ვიზიტებით სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრებასთან დაკავშირებით მას ხელი აქვს მოწერილი და არცერთი განაცხადი დაუკმაყოფილებელი არ დაუტოვებია.


ივნისი 11 2022

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის არ სჯეროდა აშშ-ის დაზვერვის მონაცემების, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა.


ივნისი 11 2022

საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად, ერთ-ერთი ფეხბურთელი თოდორ ნედელევი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გუნდის სხვა წევრები არ დაშავებულან.


გვერდი 549 სულ 967
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.