ისრაელსა და „ისლამურ ჯიჰადს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა
ისრაელსა და დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში შევიდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ ის დაირღვევა, "ისრაელის სახელმწიფო ინარჩუნებს უფლებას მკაცრი რეაგირება მოახდინოს". ამასთან, პრემიერ-მინისტრის ოფისი მადლობას უხდის ეგვიპტეს, რომელიც შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებს შუამავლობდა.
შეთანხმების პირობები ჯერჯერობით არ საჯაროვდება, თუმცა, ეგვიპტის ოფიციალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ზავის ამოქმედების მიზნით, კაირო მუშაობდა ისრაელის მიერ ექვსი დღის წინ დატყვევებული „ისლამური ჯიჰადის“ ბოევიკის გათავისუფლებაზე, ასევე ისრაელის ციხეში მყოფი მოშიმშილე პალესტინელი პატიმრის მკურნალობის მიზნით საავადმყოფოში გადაყვანის უზრუნველსაყოფად.
ცნობისათვის, ისრაელსა და დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადს“ შორის ზავი დაახლოებით 50 საათიან ესკალაციას მოჰყვა, რომელიც ისრაელის მიერ ღაზას სექტორში „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ დაიწყო. პალესტინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, კონფლიქტს სულ მცირე 44 მშვიდობიანი მოქალაქე და მებრძოლი ემსხვერპლა, მათ შორის 15 ბავშვი.
სიახლეები
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება
- ,,ტრამპი დასავლეთში ერთადერთია, ვისაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის"- სერგეი ლავროვი
- ,,უკრაინაში აშშ-ის მიერ კონტროლირებადი არჩევნები მარიონეტული სპექტაკლი იქნება"- მარია ზახაროვა
- საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 697 ათასი ადამიანია
