ივლისი 06 2023

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მორალური თვალსაზრისით პრობლემები აქვს, თუმცა ჩვენ მოგვიწევს თავშეკავებულები ვიყოთ, ასეთი განცხადებების შემდეგ ურთიერთობის დარეგულირება რთულია, მაგრამ ამას მცდელობას არ დავაკლებთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.


ივლისი 06 2023

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ექიმის, ცისანა შარტავას ინფორმაციით, პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო (მუჯირი) თავს კარგად გრძნობს. როგორც შარტავამ მედიასთან აღნიშნა, ამის შესახებ ინფორმაცია მას საპატრიარქოდან მიაწოდეს, ხოლო თავად მეუფესთან არ უსაუბრია.


ივლისი 06 2023

საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი, სავარაუდოდ, მოწამლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.


ივლისი 05 2023

დავით არახამიას არ აქვს სამშობლო, ის უკრაინის ან საქართველოს მიმართ მოქმედებს არა პატრიოტული ინტერესების, არამედ სხვა ინტერესების კარნახით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


ივლისი 05 2023

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.


ივლისი 04 2023

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება.


ივლისი 04 2023

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მედიას გააცნო, რა გააკეთეს ხელისუფლებამ და პარლამენტმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. პრესკონფერენციას, რომელზეც მან ანგარიში წარადგინა, მხოლოდ ტელევიზიის ჟურნალისტები იყვნენ დაშვებული.


ივლისი 04 2023

დღეს მავანი მზად არის პატიმარ სააკაშვილისთვის გაწიროს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები. ისინი, ვინც ხელმოცარული ოპოზიციიდან ამას გაამართლებენ, არიან „გონჩარენკოები“ და მეორე ფრონტის გასახსნელად ყველაფერს აკეთებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.


ივლისი 03 2023

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, რძეზე, ყველზე, კვერცხზე, პურსა და პურპროდუქტებზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ზეთსა და ცხიმზე ფასები შემცირდა.


ივლისი 03 2023

ხვალ დეტალური პრეზენტაცია მექნება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდა 12 პუნქტი - საბოლოო ჯამში, საბაბსაც არ დავტოვებთ იმისთვის, რომ ვიღაცამ დაბლოკოს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


გვერდი 435 სულ 968
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.