ივლისი 10 2023

ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ ნატო-სა და ევროკავშირს დავშორებულიყავით. ის ქვეყნები, რომლებიც ამ გზაზე გაცილებით უკან იყვნენ, მოლდოვა და უკრაინა, დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატები არიან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.


ივლისი 10 2023

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ორეხოვში, საცხოვრებელ ზონაში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილი მართვადი ბომბით დაბომბეს. სარაკეტო იერიშს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 11 ადამიანი კი დაშავდა.


ივლისი 10 2023

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინა ჯერ მზად არ არის ნატო-ში გაწევრიანებისთვის. მისივე თქმით, საჭიროა ომის დასრულება, ვიდრე ალიანსი თავის რიგებში უკრაინის დამატებას განიხილავს.


ივლისი 10 2023

საქართველო თითქოს შუშის კარს ეჯახება, ვინაიდან ნატო-ში საქართველოს წევრობის საწინააღმდეგო არგუმენტებიდან აღარაფერი დარჩა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ღია წერილშია ნათქვამი.


ივლისი 08 2023

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს დაგეგმილ „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით განმარტავს, რომ უწყება მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა.


ივლისი 08 2023

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის გადაწყვეტილება რთულად მიიღო, მაგრამ პრეზიდენტის თქმით, დღეს ეს იარაღი კიევს სჭირდება.


ივლისი 08 2023

„თბილისი პრაიდის“ განცხადებით, დღეს დაგეგმილი „პრაიდ ფესტივალის“ ფარგლებში ქუჩის მსვლელობა არ ტარდება, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე გაიმართება.


ივლისი 06 2023

სუს-ის ანგარიშში ძალიან ბევრი ბუნდოვანი ჩანაწერია და ძალიან ჰგავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებებს, - ასე აფასებს პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე სუს-ის ანგარიშს, რომელსაც პარლამენტი ხვალ განიხილავს.


ივლისი 06 2023

საფრანგეთის პოლიციას ცალკეულ შემთხვევებში მოქალაქეების ტელეფონის თვალთვალის უფლება ექნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო.


ივლისი 06 2023

არ ვეთანხმები არც საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის გამო ურთიერთობა გაიფუჭეს ჩვენს პარტნიორებთან და არც ზელენსკის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.


გვერდი 434 სულ 968
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.