June 11, 2026

მარტი 24 2025

თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს პატიმრობა შეუფარდა,- ამის შესახებ, Bloomberg-ი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით იტყობინება.


მარტი 24 2025

“პარლამენტს ნახევარ მილიონ ლარამდე ზიანი აქვს მიყენებული. 130 ათასის ლარი უკვე არის გაწეული ამ ზიანის აღმოსაფხვრელად. ექსპერტიზაზე არის საკითხები და საბოლოო შეფასებებს ველით. ჩვენი ვარაუდია, რომ დაახლოებით 500 ათას ლარამდე არის ზიანი, რომელიც საქართველოს პარლამენტს მიადგა”, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.


მარტი 24 2025

“მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტი შესაძლოა, უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს, შესაბამისად, დააზარალოს ჩვენი ნაკრები და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი”, – ამის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულებისას მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.


მარტი 24 2025

“ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სწორად ვვითარდებით”, – ამის შესახებ  პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა.


მარტი 24 2025

„ქართული ოცნების“ კოლეგიის მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი უარს ამბობს, საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს „აგენტების კანონი“. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.


მარტი 24 2025

“საქართველოში ევროკავშირის ელჩმა უნდა გასცეს პასუხი კითხვას, იცოდა თუ არა, რომ „ენჯეოებს“ სტრასბურგში დროებითი ღონისძიების სახით არ ჰქონდათ მოთხოვნილი გამჭვირვალობის კანონის შეჩერება და თუ ეს იცოდა, რატომ გვიმალავდა ამას საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მოსახლეობას”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


მარტი 24 2025

თურქეთში ცხრა ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების წინააღმდეგ სხვადასხვა ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. შესაბამის ინფორმაციას თურქეთის ჟურნალისტთა გაერთიანება ავრცელებს.


მარტი 21 2025

გარდა იმისა, რომ ნოემბრის შემდეგ დაკავებულია და სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული 50-ზე მეტი პირის მიმართ, უნდა გვახსოვდეს, რომ გასულ წელს, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მიმდინარეობისას 19 პირი იქნა დაკავებული. დღეის მდგომარეობით, ყველას მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, - ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა.


მარტი 21 2025

 მთავრობის განკარგულებით, გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად სარეზერვო ფონდიდან  2 569 048 ლარი გამოეყო.


მარტი 21 2025

“რადიკალები და უსამშობლოები დაბნეულები არიან, არ იციან რა ქნან, რადგან ელოდებიან პატრონებისგან რა “მესიჯი” ჩამოვა, როგორ და რანაირად ჩაერთონ არჩევნებში”, – ამის შესახებ, „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვასთან დაკავშირებით განაცხადა.


გვერდი 286 სულ 1008
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.