"ძალადობრივი ქმედებების შედეგად, პარლამენტს დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ზიანი მიადგა – ხომ არ იფიქრებდნენ უცხოელები, არასამთავრობოებისთვის მისაცემი თანხის ნაწილი აიღონ და ეს ზიანი დაფარონ?"- შალვა პაპუაშვილი
“პარლამენტს ნახევარ მილიონ ლარამდე ზიანი აქვს მიყენებული. 130 ათასის ლარი უკვე არის გაწეული ამ ზიანის აღმოსაფხვრელად. ექსპერტიზაზე არის საკითხები და საბოლოო შეფასებებს ველით. ჩვენი ვარაუდია, რომ დაახლოებით 500 ათას ლარამდე არის ზიანი, რომელიც საქართველოს პარლამენტს მიადგა”, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.
“გაკვირვებული კითხულობდა ჟურნალისტი, აქციის მონაწილეები პარლამენტის შიგნით არ იყვნენ და როგორ დააზიანესო, თქვენ სხვაგან იყურებოდით? ვერ ხედავდით, როგორ იწვოდა საქართველოს პარლამენტის ოთახები? ფასადიდან ჩანდა, ცეცხლი როგორ წაუკიდეს საქართველოს პარლამენტს და როგორ იწვოდა. ამის ფონზე, ზოგიერთი დიპლომატი და ელჩი გვეუბნებოდა, რომ ეს „მშვიდობიანი აქცია“ იყო. ამ ყველაფერს, რომ ხედავ ადამიანი, როგორ გინდა გჯეროდეს, რომ რაიმე ღირებულებებთან აქვს კავშირი სხვადასხვა ევროპელ ელჩს თუ დიპლომატს, რომელიც პარლამენტისთვის ცეცხლის წაკიდებას, „მშვიდობიან აქციას“ ეძახის.
ფაქტობრივი ზიანი უკვე არის 100 ათას ლარზე მეტი, რაც არის ზიანის აღმოსაფხვრელად გაწეული ხარჯები. ასევე, სხვადასხვა აღჭურვილობა და ინვენტარი, რომელიც დაზიანდა, ამ ზიანის შეფასება ხდება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარამდეა ზიანი, რაც მიადგა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
