“ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სწორად ვვითარდებით” – ვილი სანიოლი
“ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სწორად ვვითარდებით”, – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა.
“დღეს ბევრი სანაკრებო შეჯიბრია და ყველგან საუკეთესო შედეგის მიღწევა გვსურს. B ლიგაში დარჩენა მნიშვნელოვანი იყო, ძლიერ მეტოქეებს შევხვდებით. პირველი ტაიმით განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ. ანგარიშისა და შეცვლების გამო, იმ ინტენსივობით მეორე 45 წუთის გაგრძელება იოლი არ იყო. ბიჭები შეცვლაზე კარგად შევიდნენ და შეკრებას კარგ ხასიათზე ვასრულებთ.
მიქაუტაძე ჯერ ახალგაზრდაა და მისი საუკეთესო ფორმა ჯერ კიდევ წინაა. ევროპის ჩემპიონატმა მას თავდაჯერება კიდევ უფრო შემატა. როგორც გოგლიჩიძემ, ასევე ლოჩოშვილმა ერევანში კარგად ითამაშეს, თანაც ერთად პირველად გამოვიდნენ. დღეს კაშია იყო და მისი შესაძლებლობები ყველამ ვიცით. კმაყოფილი როგორც დაცვით, ასევე ნახევარდაცვით ვარ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სწორად ვვითარდებით, დაცვაში გვყავს როგორც ვეტერანები, ასევე გოგლიჩიძე, რომელსაც დიდი მომავალი აქვს.
ზაფხულში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უპირატესობა ექნება, ფეხბურთელებს დავუთმობთ. ეს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებულია.
მიქაუტაძე ახლა ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია. ეს როგორც ზივზივაძეს, ასევე სხვებსაც ეხებათ. შესაძლოა, გულდაწყვეტილნი იყვნენ, მაგრამ გუნდში მუშაობა უნდა გააგრძელონ და შანსს ისევ მიიღებენ.
ჩემი ნება რომ იყოს, ნიდერლანდებს შევხვდებოდი, რადგან ესპანელებს ბოლო დროს ბევრჯერ დავუპირისპირდით და ეს სიახლე იქნებოდა. ვინც არ უნდა შეგვხვდეს, მთავარია, ვიბრძოლოთ და წარმატებას მივაღწიოთ. 3-4 წლის წინ 3 მცველით თამაში ფეხბურთელების რესურსიდან გამომდინარე გადავწყვიტე. ახლა სიტუაცია იცვლება, გოგლიჩიძე და ლოჩოშვილი ბევრს თამაშობენ. ეს ტაქტიკის შერჩევაში მრავალფეროვნებას მოგვცემს”, – აღნიშნა სანიოლმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
