მარტი 02 2026

,,ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გამოხატავს "ღრმა შეშფოთებას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო".


მარტი 01 2026

1-ლი მარტიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა, რომლის თანახმადაც საქართველოში უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება.


მარტი 01 2026

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციამ და ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის სიკვდილმა საპროტესტო აქციები გამოიწვია პაკისტანში.


მარტი 01 2026

სირიის და ვენესუელის შემდეგ, ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო, თუ რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.


მარტი 01 2026

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედო ოპერაციის შედეგად მოკლული არიან ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი აბდულრაჰიმ მუსავი.


მარტი 01 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე – 1995 წელს დაბადებული ს.ო. და 1989 წელს დაბადებული ლ.ა. ბათუმში დააკავეს.


მარტი 01 2026

“აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, დაახლოებით, 40 ირანელი ოფიციალური პირი დაიღუპა”


თებერვალი 28 2026

ბაქი-ბუქის მიუხედავად, „ოცნება” ვერავისთან ვეღარაფერს დაალაგებს კომპასის ვერცერთ მხარეს, დასავლეთთან მითუმეტეს, - ასე აფასებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შეხვედრას და შემდგომ გაკეთებულ განცხადებებს.

 

სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ თავად წარმოადგენს მუდმივი არასტაბილურობის წყაროს და აღნიშნული მოცემულობა არა თუ იცვლება, არამედ ქვეყნის მდგრადობას უქმნის საფრთხეს.

 

„ოცნების” პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადებისა და კობახიძის ბრიფინგიდან პრაგმატული ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ უჭერენ მხარს „ოცნებას” ან/და საქმიანად თანამშრომლობენ მასთან, 3 დასკვნას გამოიტანდნენ:

 

„ოცნება” თავადაა ქვეყანაში მუდმივი არასტაბილურობის წყარო და ეს მოცემულობა არათუ იცვლება, პირიქით - მძიმდება და უკვე ქვეყნის მდგრადობას უქმნის საფრთხეს, შესაბამისად პერსონალურად მათ სტაბილურობასაც;

 

ბაქი-ბუქის მიუხედავად, „ოცნება” ვერავისთან ვეღარაფერს დაალაგებს კომპასის ვერცერთ მხარეს, დასავლეთთან მითუმეტეს;

 

პოლიტიკის „გროსმაისტერად” გამოცხადებული კაცი მხოლოდ თავისი ფინანსური საკითხების მოგვარებითაა დაკავებული და მწვავე კრიზისებისას, პოლიტსაბჭოს სხდომებსა და ყრილობებზე, პერიოდულად ბელადივით ჩამოატარებენ როგორც „სიმშვიდისა და სტაბილურობის” სიმბოლოს, რომელიც უკვე ყველასთვის გაცვდა"


თებერვალი 28 2026

დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია „იმედისა” და „პოს ტვ”-ს დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარტია „ხალხის ძალის” რეგიონულმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძე და სახალხო დამცველს საჯარო განმარტებისკენ მოუწოდა.


თებერვალი 28 2026

ბაქი-ბუქის მიუხედავად, „ოცნება” ვერავისთან ვეღარაფერს დაალაგებს კომპასის ვერცერთ მხარეს, დასავლეთთან მითუმეტეს, - ასე აფასებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შეხვედრას და შემდგომ გაკეთებულ განცხადებებს.


გვერდი 27 სულ 1001
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.