არ ვიცი, ეს უნდა მიხაროდეს თუ უნდა მწყინდეს, მაგრამ ადრე ხომ იყო „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, ახლა კი ვართ „ქოცები“ და „გირჩები“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში განაცხადა.
სამხრეთ ინდოეთში, სამგზავრო ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მას მოტოციკლი შეეჯახა.
აქტივისტი ილია ღლონტი საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმდინარე პრო-ევროპული აქციების ერთ-ერთ აქტიურ მონაწილეს, ნადიმ ხმალაძეს, - რომელიც უკრაინაში იბრძოდა, - დღეს საღამოს სახლთან დახვდნენ და თავს დაესხნენ.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუწყება, რომ დღეს, 24 ოქტომბერს ისიც დაკითხეს 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე. ის აცხადებს, რომ ამაში ჩართული არ ყოფილა.
,,მრავალი თვის განმავლობაში ჩვენ ძალიან ღიად ვამბობთ და ეს არის გაცხადებული ჩემი ბევრი ხელმძღვანელისგან ბრიუსელში, რომ ჩვენ ვხედავთ საქართველოს უკუსვლას დემოკრატიულ პრინციპებთან მიმართებით და ყველა ქმედების შედეგად, რომელიც განხორციელებული იქნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის, უვიზო რეჟიმის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება”,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
არის პერსონალური თავდასხმები ჩემზე და ევროკავშირის სხვა ელჩებზე, თუმცა, სულ მცირე, ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ამას პიროვნულად არ ვიღებ, მარტივად, ვცდილობ, ჩემი საქმე იმდენად კარგად გავაკეთო, რამდენადაც შემიძლია, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ აღნიშნა.
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურის მიერ მოთხოვნილი 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა, მას ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მხრიდან გზის გადაკეტვის მცდელობები ქვეყნის გარედან არის დაფინანსებული და წახალისებული.
