,,სახალხო დამცველი რატომ დუმს, როცა მის ქვეყანაში უცხო სახელმწიფო გუდავს დამოუკიდებელ მედიას''- ვიქტორ ჯაფარიძე
დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია „იმედისა” და „პოს ტვ”-ს დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარტია „ხალხის ძალის” რეგიონულმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძე და სახალხო დამცველს საჯარო განმარტებისკენ მოუწოდა.
„ბატონო ლევან, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ პირებზე საუბრობთ, ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ გთხოვთ, დაიცვათ ტელეკომპანიების უფლებებიც,” — აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ სახალხო დამცველის დუმილი მაშინ, როდესაც, მისი შეფასებით, სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, საზოგადოებისთვის კითხვებს აჩენს.
„მაინტერესებს, სად არის სახალხო დამცველი ამ დროს? მისგან აბსოლუტური დუმილია. კარგია, როცა ციხეში სახელმწიფო გადატრიალებისთვის დაკავებული პირების მონახულება არ ავიწყდება — შემთხვევით მათი უფლებები ხომ არ ირღვევაო — და ერთ-ერთის, მანჯგალაძის დასაცავად მზადყოფნაც კი გამოთქვა, მზად ვარ სასამართლოში ჩვენება მივცე, რომ მან არაფერი იცოდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის შესახებ და იქ შემთხვევით აღმოჩნდაო, მაგრამ პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, როცა მის ქვეყანაში უცხო სახელმწიფო გუდავს დამოუკიდებელ მედიას.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
