მარტი 18 2026

,,მთელმა საქართველომ ხომ დაინახეთ, რამდენ ადამიანს უყვარს და როგორ ეტკინა საქართველოს. რას არ ამბობდნენ საპატრიარქოზე, პატრიარქზე, მაგრამ ხომ დაინახეთ ეს სიყვარული”,- ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა განაცხადა.

მისივე თქმით, ილია მეორე მთელი ეპოქაა.

„ამას ხომ დამსახურება უნდა მთელი ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომლებიც განიკითხავდნენ, ამ დროს რაღაცას მაინც გრძნობდნენ. არ შეიძლება, რომ არ ეგრძნოთ. ეს არის ეპოქის კაცი, მთელი ეპოქაა პატრიარქი. ეს ეპოქა, იცით როგორი იყო? – არ ყოფილა რაიმე, რაც მასზე არ გადასულიყო. ყველაფერმა გადაიარა მის თავზე და მის მხრებზე“, – განაცხადა მეუფე ანტონმა.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.


მარტი 18 2026

პარტია „ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამძიმრის წერილს და იხსენებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სწავლებას:


მარტი 17 2026

,,შემდგომი მოქმედებები მხოლოდ იმის მერე განისაზღვრება, თუ რას აჩვენებს დინამიკაში ორგანიზმი – კუჭიდან სისხლდენის ფაქტი იყო საკმაოდ ინტენსიური და მარტივი არ არის ამ ხნის ადამიანისთვის ასე იოლად გამოსვლა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.


მარტი 17 2026

,,სიმართლე არასდროს არ იმალება, მათ უკვე საჯაროდაც უწევთ იმის აღიარება, რომ გარედან დავალებული გაერთიანებაა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.


მარტი 17 2026

„შეფასდა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და პერსპექტიულობა. ითქვა, რომ მკურნალობა მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას განაცხადა.


მარტი 17 2026

აბსურდია „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“... გუშინ სისულელეები მოვისმინეთ - რა უნდა შეისწავლოს ერთმა ადამიანმა, რომელიც 2 დღით ჩამოდის? ქართული სამზარეულო, ალბათ, შეისწავლეს, ღვინო... ჩვენც ვამაყობთ და გვიხარია, რომ ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშისა და ანგარიშის ავტორის, პატრიცია გრჟებიკის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.


მარტი 17 2026

ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.


მარტი 17 2026

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობაზე მაქსიმალური ზრუნვა გაგრძელდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კავკასიის მედიცინის ცენტრში განუცხადა, სადაც პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად იყო მისული.


მარტი 17 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.


მარტი 16 2026

,,მოსამართლემ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ყველა ბრალდებაში ცნო დამნაშავედ რომეო მიქაუტაძე. მას ბრალი ედებოდა კორუფციულ დანაშაულში, ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორი, ირაკლი მარშანია აცხადებს.


გვერდი 19 სულ 1001
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.