,,შეფასდა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და პერსპექტიულობა; ითქვა, რომ მკურნალობა მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს"- მიხეილ სარჯველაძე
„შეფასდა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და პერსპექტიულობა. ითქვა, რომ მკურნალობა მიმდინარეობს სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა განმარტა, კონსილიუმზე გაანალიზდა პატრიარქის არსებული კლინიკური მდგომარეობა.
,,სხვა ალტერნატივა ამ წუთას რეალურად არ არსებობს. თავს შევიკავებ რაიმე ფორმულირებების მოძებნისგან. რა თქმა უნდა, ყველა უკმაყოფილონი ვართ არსებული მდგომარეობით, ყველას გვაქვს მეტისა და უკეთესის მოლოდინი და სურვილი. ამისთვის უნდა გავაკეთოთ უკლებლივ ყველაფერი. სხვას არაფერს ამაზე მეტად მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი – ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
