ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, 19 ივლისს, 19:00 საათზე საპროტესტო მსვლელობა დააანონსეს.
„ეს პარტიები უკვე ჩამოყალიბდნენ სექტად გაუგებარი მიზნებით და მავნებლური იდეოლოგიით,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, 8 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ ბოიკოტის რეჟიმში დარჩენაზე საუბრისას განაცხადა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება
რუსი დამპყრობლები ზაპოროჟიეს ქალაქზე დრონებით თავდასხმას ახორციელებენ, უკვე არიან დაშავებულები,- ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფიოდოროვმა Telegram-ზე განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებს წერილები გაუგზავნა, რომლებშიც ორივე ქვეყანას შეერთებულ შტატებში ექსპორტზე 25%-იანი ახალი ტარიფები და ამ ქვეყნების გავლით გადაზიდულ საქონელზე გადასახადების გაზრდა გამოუცხადა.
მივფრინავდი, იარაღი ჩანთაში იდო და უბრალოდ ვერ შევამჩნიე, – ამის შესახებ ბიზნესმენმა გიორგი რამიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
დღეს, 7 ივლისს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ამის შესახებ რამდენიმე უკრაინული მედიასაშუალება წერს სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა დადებითი დინამიკისაა, თუმცა, რიჟვაძე კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
