“ან ყველა ვიბრძვით ყოველდღე, ყოველ წამს, სანამ არ ვიგებთ, ან სიყალბის ნაწილი ვართ” -ზურაბ ჯაფარიძე
ან ყველა ვიბრძვით ყოველდღე, ყოველ წამს, სანამ არ ვიგებთ, ან სიყალბის ნაწილი ვართ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, „პოლიტიკაში არ ვერევი” და „პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის”- ეს არაა პასუხი, რადგან ახლა გაჩუმების დრო არ არის.
„მზია ამაღლობელზე დადებული ცნობილი ადამიანების FB „ქარდები“ ვნახე, სადაც მის გათავისუფლებას ითხოვენ. კარგია ეს, ამ რეალობაში ესეც დასაფასებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ, იქნებ მეტიც შეძლოთ? მხოლოდ ჯოჯოხეთურ მომენტებში რომ ჩნდებით და აფიქსირებთ პოზიციას, და შემდეგ ისევ ქრებით, შემდეგი ჯოჯოხეთური მომენტის დადგომამდე, იქნებ ეგეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ აღარ დამთავრდა ასეთი ჯოჯოხეთური მომენტები? პირიქით, ჩვენს გარშემო რეალობა იქცა უკვე სრულ ჯოჯოხეთად. როცა მთელი ქვეყანა ღრიალებს, მაგ დროს ერთი წინადადების გასროლა, მოვალეობის მოხდის გემოს ტოვებს. უკაცრავად, საწყენად არ ვამბობ. არავის განაწყენების სურვილი არ მაქვს, მაგრამ გაჩუმებასაც ვერ ვახერხებ, დრო აღარ მაქვს. „პოლიტიკაში არ ვერევი” და „პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის”- ესეც არაა პასუხი, არც ჩემი არ არის. გავჩუმდებით მე-12 პენიტენციური და გარეთ კიდევ 4-5, პოლიტიკოსს რომ ვეძახით და მერე რა ხდება? მერე ვისი საქმეა პოლიტიკა? ან ყველა ვიბრძვით ყოველდღე, ყოველ წამს, სანამ არ ვიგებთ, ან სიყალბის ნაწილი ვართ. ასეთი დროა",- წერს ზურაბ ჯაფარიძე წერილში.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
