იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) განხორციელების შესახებ, მერებთან ვიდეოკონფერენციის დროს ისაუბრა.
მთავრობამ მიიღო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ გარკვეული კატეგორიის კვების მწარმოებელ მეწარმეებს მთელი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის ფასნამატის 50% დავუსუბსიდიროთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.
ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს, რომ სხვა დარგებისგან განსხვავებით, მედიცინის გაყალბება არც ისე რთულია, ხოლო კოვიდპანდემიის დროს მედიცინის გაყალბებამ კატასტროფულ სიმაღლეებს მიაღწია.
ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში, მასტერსის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ბრაზილიაში ჩატარებული კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ ჩინური კომპანია Sinovac-ის მიერ შექმნილი ვაქცინის ეფექტურობა მხოლოდ 50.4%-ია. ეს იმას ნიშნავს,რომ ვაქცინა გაცილებით ნაკლებეფექტურია, ვიდრე ამას მანამდე ვარაუდობდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.