“ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების რეალიზება, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდას მომავალშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება” - ირაკლი კობახიძე
ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული ყველაფერი, მათ შორის ქვეყნის შიგნით ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზება, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება, აქედან გამომდინარე, მომავალშიც ბუნებრივია, ეკონომიკურ ზრდას მიენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკა იზრდება უფრო სწრაფი ტემპით, ვიდრე ამას წინასწარმეტყველებდა სავალუტო ფონდი.
„სავალუტო ფონდმაც გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. საბოლოო ჯამში ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული ყველაფერი, მათ შორის ქვეყნის შიგნით, ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზება, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება, აქედან გამომდინარე, მომავალშიც ბუნებრივია, ეკონომიკურ ზრდას მიენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
