საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. მან ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოაბრძანა წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უხვი ნალექის შედეგად, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 27-ე კმ-ზე ადიდდა ხევები, რამაც გამოიწვია ღვარცოფული გამონატანები. ინფორმაციას საავტომნობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ბავშვებში "დელტა" ანუ ინდური შტამი და "ალფა" ანუ ბრიტანული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ამასთან, "დელტა" შტამი კლინიკურად უფრო მძიმედ მიმდინარეობს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ქუთაისში მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისის მინა ჩაამსხვრიეს. შემთხვევის დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილებით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალციხის კლინიკიდან ორი თანამშრომელი გათავისუფლდა.
თურქეთში ჩარჩენილი 19 სტუდენტი დახმარებას ითხოვს. ისინი დილის 9 საათიდან სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში იმყოფებიან.