ყველა მშობელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი - ამირან გამყრელიძე
ბავშვებში "დელტა" ანუ ინდური შტამი და "ალფა" ანუ ბრიტანული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ამასთან, "დელტა" შტამი კლინიკურად უფრო მძიმედ მიმდინარეობს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, ბავშვებში გადადების მთავარი წყარო მშობლები არიან, ამიტომ მისი რეკომენდაციაა, რომ მშობლები ორჯერადად აიცრან.
"პროგნოზი ასეთია, რომ სადღაც აგვისტოს შუაში, აგვისტოს ბოლოსკენ დელტა შტამი მთლიანად ჩაანაცვლებს ევროპაში დღეს მოცირკულირე ბრიტანულ შტამს. ჩვენთან გასულ კვირაში 25 დამატებითი შემთხვევა გვქონდა, დღეს გვაქვს 52.
ბავშვებში, მოგეხსენებათ, ეს დელტაც და ალფაც, ანუ ბრიტანულიც უფრო ადვილად ვრცელდება. ერთადერთია, რომ დელტა შედარებით კლინიკურად უფრო მძიმედ მიდის. დიახ, ბავშვებში გადადების მთავრი წყარო არიან მშობლები, ამიტომაც, მთავარი რეკომენდაციაა, რომ ყველა მშობელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რომ ჩვენს შვილებს ინფექცია არ მივუტანოთ," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
სიახლეები
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა
- 2025 წლის შემოდგომა ზოდიაქოს 5 ნიშნისთვის დაუვიწყარი იქნება
- ჯუანშერ ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს
- არჩევნებამდე 1 თვე: ძალადობა, პროვოკაციები და დაპირისპირება - სადამდე აიწევს ტემპერატურა