Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 932 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %.
დღეს, ქუთაისში, ჩაის სახლ „ფოე ფოეში“, იმერეთის მედიის წარმომადგენლებისთვის მორიგი შეხვედრა თემაზე - „კოვიდპანდემია და კლიმატის ცვლილება“ გაიმართა. პროექტს "კლიმატის ცვლილება გლობალური დათბობის პირობებში" FirstNews.ge საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები მხარდაჭერით ახორციელებს.
საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის (GISP) ინიციატივითა და ორგანიზებით, რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიანი კამპანია - „რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ – მოძრავი გამოფენა ქუთაისში გაიმართა, სადაც 20 საუკეთესო ფოტოპოსტერი იყო წარმოდგენილი.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) საქართველოსთვის მე-4 დონის სამოგზაურო ცნობა გამოსცა, რაც ნიშნავს რომ ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების ძალიან მაღალი დონეა.
აგვისტოს შუა კვირა უმძიმესი იქნება საქართველოსთვის, ვითარება ჩაკეტვისკენ მიდის - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
“მთავრობა სერიოზულად განიხილავს შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით მომავალი კვირა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.