დანით გამომედევნენ - სალომე სამადაშვილი
დეპუტატი სალომე სამადაშვილი ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყანაში ძალადობა წახალისებულია და კრიმინალი იზრდება.
"დიახ, სხვაგანაც ხდება-მე დანით გამომედევნენ, მაგალითად, ვაშინგტონში უნივერსიტეტიდან სახლში მიმავალს, გადავრჩი, გამვლელი მომეხმარა. მერე რა? ამიტომ არ გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკამ საგრძნობლად დაამძიმა კრიმინალური ვითარება? არ ვიცი ეს საწყალი გოგო რა მიზეზით მოკლეს, მაგრამ გაღატაკებული ხალხი, დაუსჯელი, წახალისებული ძალადობა და ზოგადად, მოშლილი სახელმწიფო, ყველაფერი, რაც კრიმინალის ზრდას უწყობს ხელს, ვისი პასუხისმგებლობაა?", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
