ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, 80-მდე ქუთაისელ პირველკლასელს, ქართულ-გერმანული ცენტრის, კომპანია „მეიჯერელ საქართველოსა" და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით საჩუქრად სასკოლო ნივთები გადაეცათ.
საქართველოს სახალხო არტისტი ამირან ქადეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამირან ქადეიშვილი დღეს დილით ბოხუას კლინიკაში გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 918 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 410 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 516 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.90%.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან მორიგ წერილს ავრცელებს და ამჯერად ქუთაისელ ამომრჩეველს მიმართავს.
6 ოქტომბრიდან კვების ობიექტები მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კონცერტების და ფესტივალების გამართვა და მაყურებლის დასწრება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.