ბათუმში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 2 ცხედარი ამოიყვანეს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 042 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 844 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 814 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.48%.
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმები მის მდგომარეობას უკიდურესად მძიმედ აფასებდნენ.
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ბათუმში ნანგრევებში სავარაუდოდ ერთი გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაცია ზუსტდება.