July 22, 2025

დეკემბერი 22 2022 წაკითხვა 394 ჯერ

უცნობი პირები უკავშირდებიან მოქალაქეებს და სთხოვენ თანხას თითქოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაარსებული ფონდისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

დეკემბერი 21 2022 წაკითხვა 560 ჯერ
ქუთაისში სასკოლო თეატრალური ფესტივალი ჩატარდა, რომელიც 5 დღის მანძილზე მიმდინარეობდა. ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული ჯგუფების გარდა, უკრაინის და პოლონეთის თეატრალური დასებიც მონაწილეობდნენ. საზეიმო დახურვა ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, რომელსაც ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრო.
დეკემბერი 21 2022 წაკითხვა 304 ჯერ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ამხილა. აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.

დეკემბერი 21 2022 წაკითხვა 426 ჯერ

საკანონმდებლო მაცნეზე  "უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ" მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრება.

დეკემბერი 20 2022 წაკითხვა 463 ჯერ

ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდა ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილისა და მსოფლიო ვიცე-ჩემპიონის აკაკი კიბორძალიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში.

დეკემბერი 20 2022 წაკითხვა 540 ჯერ

ქუთაისში 2023 წელს USAID-ის კიდევ ერთი პროგრამის განხორციელება დაიწყება. ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი პროგრამა შეიქმნა საქართველოში დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის მიზნით.

გვერდი 160 სულ 695
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.