საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ, პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზანმიმართულადდაზიანებისა და ცეცხლის წაკიდებისთვის ბრალდებული არჩილ მუსელიანცი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი მეწარმე სუბიექტის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინულ მხარეს შორის ხანგრძლივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში ნებაყოფლობით, ჩარტერული რეისით, მესამე ქვეყნის გავლით დაბრუნდა. ინფორმაციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
ქედის ცენტრთან მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
