სექტემბერი 11 2025 წაკითხვა 190 ჯერ

მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა. მის წინააღმდეგ მაქსიმუმ, სამოქალაქო წესით სარჩელის შეტანა შეიძლებოდა, ესეც იმ შემთხვევაში, თუ იმ პლაკატზე წარწერის მოსაშორებლად საჭირო გახდა რაიმე ხარჯის გაწევა, მაგალითად, გასაწმენდი საშუალებების შეძენა, - ასე ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნანა ქურდოვანიძე „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის 23 წლის მეგი დიასამიძის დაკავებას.

სექტემბერი 10 2025 წაკითხვა 377 ჯერ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა.

სექტემბერი 09 2025 წაკითხვა 191 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფისა“ და „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე – 1983 წელს დაბადებული ო.ე., 1993 წელს დაბადებული რ.დ., 1989 წელს დაბადებული ს.ა. და 1998 წელს დაბადებული დ.თ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

სექტემბერი 09 2025 წაკითხვა 143 ჯერ

მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

სექტემბერი 08 2025 წაკითხვა 538 ჯერ
სამოქალაქო აქტივისტისა და პედაგოგის, ნინო დათაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო. დათაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომაზე ვერ გამოცხადდა.
სექტემბერი 07 2025 წაკითხვა 354 ჯერ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი, წარსულში ნასამართლევი, 1998 წელს დაბადებული ბ.ა. დააკავეს.

გვერდი 12 სულ 91
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.