სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ ათი ადამიანი
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ადამიანებიდან მოსამართლე ლელა კალიჩენკომ კიდევ ათი მათგანი დატოვა წინასწარ პატიმრობაში: გენადი კელიხაშვილი, დათო ღურწკაია, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია, გია თოლორაია, გური ჟვანიას, კახაბერ კვაჭანტირაძე, სიმონ მახარაძე, ავთანდილ თოფჩიშვილი და მიხეილ თოლორაია.
მათ ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.
რვა ბრალდებული - სიმონ მახარაძე, ჯანდრი თირქია, გენადი კელუხაშვილი, გური ჟვანია, რამაზ ჯორბენაძე, მიხეილ თოლორაია, ავთანდულ თოფჩიშვილი, გია თოლორაია - დუმილის უფლებით სარგებლობს, ხოლო დანარჩენი ორი - დათო ღურწკაია და კახაბერ კვაჭანტირაძე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან.
პროკურატურა ათივეს მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვდა. დაკავებულების ადვოკატები კი მათ გათავისუფლებას ან 2000-ლარიანი გირაოს შეფარდებას.
გუშინ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 4 პირს - იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს, თემურ ქურციკიძესა და გიორგი ტალახაძეს შეეფარდათ პატიმრობა. ხოლო მარიამ მეყანწიშვილს - 10 000-ლარიანი გირაო. მან გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა წინასწარი დაკავების იზოლატორი.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულია 62 პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
