პროკურატურის ცნობით, დააკავეს ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, რომლის ბინიდანაც $1,319,300 ამოიღეს
საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კობა ხუნდაძე. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული $1 319 300.
კობა ხუნდაძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია „ფულის გათეთრების“ - სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით უკანონო შემოსავლების ლეგალიზიცია ისჯება 9-დან 12 წლამდე პატიმრობით.
პროკურორმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ბრალდებულმა ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად შეიმუშავა რამდენიმეეტაპიანი სქემა - „დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონების ინვესტირება მოახდინა პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში“.
„აღნიშნული ქმედებებით დაუსაბუთებელი ქონება ჩაერთო ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობაში და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალჯერადი ტრანზაქციებით განახორციელა დაუსაბუთებელი აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს და მასზე საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა“, - განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა და დასძინა, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია 2017-2025 წლებში მოხდა.
ამავე ბრიფინგზე თქვეს, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში გამოძიება ჩატარდა დამატებით 11 ობიექტზე. გამიძიების ფარგლებში ყოფილ გენერალურ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ მიხეილ ჩოხელისა და მისი ოჯახის საბანკო სეიფებიდან კი ამოიღეს $2 904 900.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
