გერმანული რადიოსადგური „დოიჩე ველე“ («Deustche Welle») პუბლიკაციაში სათაურით „რუსი ტურისტები აფხაზეთში შევიდნენ“ იტყობინება, რომ რუსეთმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონთან - „აფხაზეთის რესპუბლიკასთან“ -კორონავირუსის გამო რამდენიმე თვის წინ ჩაკეტილი ჩაკეტილი საზღვარი ორი აგვისტოდან ისევ გახსნა (პრემიერ-მინისტრის მიხეილ მიშუსტინის განკარგულებით), რის შედეგადაც არაა გამორიცხული, რომ ეპიდომოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდეს.
გერმანულ გაზეთ „ტაგესცაიტუნგ“-ში («Der Tageszeitung») სათაურით „პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით არ ჩანს“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ კავკასიის საკითხების ექსპერტთან უვე ჰელბახთან, რომელშიც იგი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპოირების გამწვავებაზე საუბრობს და მათ შორის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების საფრთხეს არ გამორიცხავს.
ამერიკული ჟურნალის „ფორინ პოლისი“-ს («Foreign Policy») ვებ-გვერდზე 17 ივლისს გამოქვეყნდა სტატია სათაურით:
“რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საშიშ ფაზაში შევიდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში 3 ათასზე მეტ რუს სამხედროს უეცარ საბრძოლო მზადყოფნაზე ამოწმებენ.
