“ოკუპირებულ აფხაზეთში, კოვიდ-19-ით პირველი დაინფიცირებულის გამოვლენის შემდეგ, შემთხვევების რაოდენობის ზრდას ელოდებიან და ამის გამო გარკვეული პანიკაც შეინიშნება. ამ ფონზე ქსენოფობიური განწყობების ზრდაც ჩანს. რადგან პირველი დაინფიცირებული ქართველი იყო, ანტიქართული განწყობები აგორდა, მეორე კი სომეხი იყო და ახლა უკვე მძლავრი ანტისომხური განცხადებები ისმის. ეთნიკურად სომეხი პაციენტი აფხაზეთში 29 მარტს რუსეთიდან შევიდა და მისი გამოვლენა, როგორც დაინფიცირებულის, გვიან მოხდა, მანამდე კი მას ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ეს პირველი დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა მანამდე ვირუსი ქართველ ქალბატონს დაუდგინდა, რომელიც გალიდან ზუგდიდში გადმოვიდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ გააღვივა პანდემიამ აფხაზებში ანტისომხური და ანტიქართული განწყობები.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ინაუგურაცია 23 აპრილს, ე.წ. სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის დარბაზში გაიმართება.
რუსულ გაზეთ «Независимая газета»-ში დაბეჭდილია სტატია სათაურით „კორონავირუსმა თბილისსა და სოხუმს შორის ახალი დავა გამოიწვია // აფხაზეთი ჯიუტად უარყოფს რესპუბლიკაში დაავადებულების არსებობას“, რომელშიც აფხაზეთიდან კორონავირუსით დაავადებული ქალის ზუგდიდში გადმოყვანის ფაქტს ეხება.
ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის შეხვედრა გაიმართება, სადაც გალთან მიმართებაში დამატებით გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგიონში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა.
კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს ასლან ბჟანიას ე.წ. არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
