"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყველა ქმედება პოლიტიზირებულია, ის სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნაწილად განიხილავს"
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყველა ქმედება პოლიტიზირებულია, ის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას საქართველოს ნაწილად განიხილავს, რაც აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული მიდგომაა, - ამის შესახებ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა გაზეთ „სამხრეთ ოსეთთან“ ინტერვიუში განაცხადა.
"რატომ არ ვურთიერთობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან? რადგანაც მისი ყველა ქმედება მკაცრად არის პოლიტიზირებული. მათ არ სურთ, გააცნობიერონ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და სამშვიდობოების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიას საქართველოს შემადგენლობაში განიხილავენ. ეს არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული მიდგომა“, - აღნიშნა ბიბილოვმა.
მისივე თქმით, რუსეთსა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა იმისთვის, რომ საქართველომ და პირადად მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობისა და „სამშვიდობოების“ მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი აგონ.
ცნობისათვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დღეს ე.წ. „სამშვიდობოების“ დღეს აღნიშნავენ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
